ბადრი ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ - ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდეს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუ "360 გრადუსში" აღნიშნა, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია, რასაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დაემატა.

„ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური მშვიდობა, ჩვენ გვაქვს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც დაემატა იმ პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლა, რომელსაც მართვაზე პრეტენზია აქვს, რაც თავისთავად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმ ნაწილში, რაც ვადამდელ არჩევნებს შეეხება. ყველა ქვეყანაში, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, როდესაც ადამიანი მიდის პოლიტიკიდან, რომელსაც ხმა მისცა, ცხადია, რომ ეს თავისთავად იწვევს ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვინმემ 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, ეს იყო ხმა ბიძინა ივანიშვილისადმი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ვადამდელ არჩევნებზე შევთანხმდეთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაც შეაფასა, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, დაიკავონ ახალ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები და "ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას".

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ მზად არის პარლამენტში შევიდეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნა შესრულდება.

„მზად ვართ, რომ პარლამენტში ადგილები დავიკავოთ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწევთ. მათთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ეს იმდენად ხარვეზიანი არჩევნები იყო, რომ ძალიან დამახინჯებული შედეგების საფუძველზე არჩეული პარლამენტი 4 წელი ვერ იფუნქციონირებს. ამიტომ, ჩვენ ვადამდელ არჩევნებზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა დავიკავებთ პარლამენტში ადგილებს და სხვა პარლამენტარებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ მივაღწევთ, უკვე ასახული იყოს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ძალით „შერეკვა“, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის. „ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, ძალით შეყვანა ამა თუ იმ არჩეული დეპუტატის, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა არის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა და ამისთვის მოწადინებულები ვართ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა