მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

„აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვულოცავ მთელი გულით, ჯანმრთელობასა და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას ვუსურვებ.

მნიშვნელოვანია მზექალა შანიძის როლი ქართველოლოგიური საკითხებისა და ქართული სამწიგნობრო ტრადიციების საწყისის – ფსალმუნის ტექსტის ქართულად თარგმნის ისტორიის კვლევის საქმეში. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ავთენტური ტექსტის დადგენასა და გამოცემას, აგრეთვე, სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერულ შესწავლას.

მზექალა შანიძე, მიუხედავად თავისი ასაკისა, გამორჩეულად თანამედროვე მეცნიერია და ამ მხრივ მისაბაძი შემდგომი თაობებისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს მართლაც გამორჩეულ მეცნიერს, ქალბატონ მზექალა შანიძეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!", - აცხადებს ჩხენკელი.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა