შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მოხდება წესდების განახლებაც და პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21-მდე გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობაზე მოხდება წესდების განახლებაც და პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21 -მდე გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის განცხადება გააკეთა, ის დღევანდელ ყრილობას არ დაესწრება.

ამასთანავე, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ჩანიშნული პარტიის ყრილობა საეტაპო იქნება და „ქართულმა ოცნებამ“ სრული მასშტაბით უნდა აჩვენოს ის გუნდურობა და იდეოლოგიური სიმტკიცე, რომელიც მას აქვს.

„როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის ქართული პოლიტიკიდან, მიდის „ქართული ოცნებიდან“ და უბრუნდება თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს. დღეს, შესაბამისად, ის არ იქნება პარტიის ყრილობაზე. დღევანდელი ყრილობა საეტაპოა, საერთო ჯამში, „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა, იცით, რომ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი ამ თანამდებობაზე. ის არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატი ამ პოსტზე, ვინაიდან, იცით, რომ მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი „ქართული ოცნების“ სტრუქტურულ, ორგანიზაციულ, იდეოლოგიურ გაძლიერებაში, ის იყო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში და შესაბამისად, მის ორგანიზაციულ ჩვევებს უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ გამარჯვების მოპოვება დიდწილად. დღევანდელი ყრილობა იქნება, ასევე, საეტაპო იმ კუთხით, რომ მოხდება ჩვენი პარტიის ახალ ეტაპზე გადასვლა. ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი როგორც ქართული პოლიტიკისთვის, ისე „ქართული ოცნებისთვის“ და ახლა ის ეტაპია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სრული მასშტაბით უნდა აჩვენოს ის გუნდურობა, ის იდეოლოგიური სიმტკიცე, რომელიც მას აქვს და რომელმაც მე, თავის დროზე, რამდენიმე თვის წინ, გადამაწყვეტინა, რომ ამ პარტიაში შემოვსულიყავი და რაშიც მე დღითიდღე ვრწმუნდები.

ზოგადად იცით, რომ ყრილობაზე ხდება, ასევე, წესდების განახლებაც, ის, რომ მათ შორის, 15 წევრიდან პოლიტსაბჭო გაიზრდება 21 წევრამდე, რაც შეეხება ყველა სხვა საკადრო გადაწყვეტას თუ სტრუქტურას ამას ყველაფერს გაიგებთ დღეს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა