ირანის რევოლუციურმა გვარდიამ შორი რადიუსის რაკეტები გამოსცადა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა, ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფარგლებში, შორი რადიუსის რაკეტები გამოსცადა.

მედიის ინფორმაციით, ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებმაც დაახლოებით 1 800 კმ მანძილი დაფარეს, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ხელოვნური სამიზნე გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, წვრთნების პირველ დღეს, ირანმა ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოსცადა.

„ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების მტრის სამხედრო გემების წინააღმდეგ გამოყენებაა. ამ რაკეტებით, რომლის რადიუსი 1 800 კილომეტრია, ოკეანეში მოძრავი სამიზნის განადგურება შეგვიძლია,“- განაცხადა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა ჰუსეინ სალამიმ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს