ალექსანდე ანქვაბი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული, - გამოცემა „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტის“ პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ანქვაბის მდგომარეობას მედიკოსები აფასებენ, როგორც „სტაბილურად მძიმეს“.

„მას შერჩევითი პლაზმოფილტრაცია ჩაუტარდა. 17 იანვარს კი სხვადასხვა სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების კონსილიუმმა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო,“- აცხადებენ ე.წ. „მინისტრთა კაბინეტში“.

შეგახსენებთ, ალექსანდე ანქვაბი კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. კორონავირუსისგან გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით რუსეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში 8 იანვარს გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა