ფრიდონ ინჯია - ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუ სააკაშვილს სურს, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ ჩამოვიდეს საქართველოში ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუკი მიხეილ სააკაშვილს სურს, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ ჩამოვიდეს საქართველოში ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის” სიით შესულმა და ამჟამად „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გააკეთა.

ინჯიას თქმით, ის ოპოზიციის პარლამენტში შესვლას მიესალმება და მათთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ინჯიას შეფასებით, ოპოზიციური პარტიები უახლოეს წლებში გაქრებიან, თუკი ბოიკოტს გამოუცხადებენ პარლამენტსა და მომდევნო ადგილობრივ არჩევნებს.

„რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებით პარლამენტის მუშაობაში ვმონაწილეობთ. თუ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოსვლას და საპარლამენტი ტრიბუნის გამოყენებას გადაწყვეტენ, მათ გადაწყვეტილებას დიდი სიამოვნებით მივესალმებით. პარლამენტში რაც მეტი იქნება ოპოზიციური პარტიების რაოდენობა, მით უფრო მეტი ძალა გვექნება, ვიყოთ მმართველი პარტიის ოპონენტები", - განუცხადა ჟურნალისტებს ინჯიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა