გიგა ბოკერია - უნდა დავიწყოთ აქტიური მზადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის, ეს მუხტი არსებობს და იარსებებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაზაფხულიდან საპროტესტო აქციები დაანონსა.

მისივე განმარტებით, საპროტესტო აქციები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება ივანიშვილამდე იმ გზავნილის მიტანა, რომ სტატუს-ქვოს შენარჩუნება შეუძლებელია.

ამასთანავე, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილი თავისი „ოლიგარქის ყნოსვით“ მიხვდა, რამდენად სარისკო გზაზე დგას ქვეყანა მისი ქმედებების შედეგად და სწორედ ამით არის განპირობებული მისი “გაწევა პოლიტიკიდან”.

„ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს ახლა პერიოდი, როდესც უნდა დავიწყოთ აქტიური მზადება მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის. ეს მუხტი არსებობს და იარსებებს იქამდე, ვიდრე ამ ქვეყანაში არის საზოგადოება, რომელიც არ ეგუება იმას, რომ ძალაუფლება მის გარეშე არსებობს. სხვა საკითხია, ამ ფონზე, როდესაც კოვიდია და ობიექტური პრობლემა გვაქვს მთელს ქვეყანას, საზოგადოებასა და მთელს მსოფლიოს, რა არის ის ინსტრუმენტები, რომლითაც უფრო დაჩქარდება ივანიშვილამდე, მის თავამდე მიტანა იმ გზავნილის, რამდენად არ არის შენარჩუნებადი ეს სტატუს - ქვო მისთვის. სამარცხვინო ფორმით წასვლა, რაც მან გამოაცხადა, არის განპირობებული იმით, რომ ისიც კი თავისი ოლიგარქის ყნოსვით ხვდება, რამდენად სარისკო გზაზე დგას ქვეყანა მისი ქმედებების შედეგად. ამიტომ, მგონია, რომ ამ გაწევით თავს იზღვევს ცუდი სცენარის შემთხვევაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ საპროტესტო აქციებით უფრო სწრაფად ვიდრე ნელა, მის თავამდე და მისი გარემოცვის გაგებამდეც მივიდეს, რამხელა ნაღმზე სხედან პერსონალურად ისინი, იმიტომ, რომ მათთვის მარტო პერსონალური ბედია არის ფაქტორი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რისკების კარგად დემონსტრირებით, ვაიძულოთ, ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს ყოველგვარი დამატებითი შარის გარეშე და დამატებით შარში ვგულისხმობ არასაარჩევნო ფორმით ცვლილების პროტესტს ხალხის მხრიდან, რისი თავიდან აცილებაც გვინდა ჩვენ. ამიტომ, ჩვენი საპროტესტო აქციების, მოძრაობის თუ საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქციის მიზანი იქნება სწორედ ეს. თარიღს ვერ გეტყვით ზუსტს, იმედი მაქვს გაზაფხულზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიცია აქტიურ კომუნიკაციას შეინარჩუნებს პარტნიორ ქვეყნებთან.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება