ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაცით, გასულ დღე-ღამეში ვირუსზე ტესტი 524 ადამიანს ჩაუტარდა.

კორონავირუსით ოკუპირებულ რეგიონში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემებით, საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 875-ს შეადგენს. 154 ადამიანი გარდაიცვალა. 8701 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.