პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა

გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა.

როგორც დღეს გამართულ ბრიგინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვულმა განაცხადა, გამოძიების ფარგლებში, ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით მიმდინარეობდა ფარული საგამოძიები მოქმდებები, მათ შორის, ბრალდებული ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში.

„გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა ფარული საგამოძიები მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში, განხორციელდა ბრალდებულ ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით. აღნიშნულის შედეგად, გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმდჯომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის, დავით გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს ეხება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულებების თაობაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფარული ვიდეო ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლო ნებართვის საფუძველზე. ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს. კერძოდ: მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს“, - განაცხადა პროკურორმა.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე ფარულ ვიდეო მტკიცებულებებს ავრცელებს

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება