გია ვოლსკი - მითქვამს და გავიმეორებ - გიგა ბოკერიას და მისი თანამოაზრეების ამოცანაა, სტრესი და დესტაბილიზაცია საქართველოში

მითქვამს და გავიმეორებ - გიგა ბოკერიას და მისი თანამოაზრეების ამოცანაა, სტრესი და დესტაბილიზაცია საქართველოში, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მოსაზრება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება გამორიცხული არ არის.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნების ბოიკოტირების იდეას სხვა პოლიტიკური სუბიექტები არ გაიზიარებენ.

„დესტაბილიზაცია ერთადერთი ამოცანაა, რომელსაც მხარდამჭერებს ის ოპიზიციური ჯგუფი კარნახობს, ვისაც უბნების, ოქმების, ბიულეტენების გადათვლის კატეგორიული წინააღმდეგობა გააჩნია. ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაცკლასტერის“ მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას უნდა გადახედოს და სწორი დასკვნები გამოიტანონ, თუ რა სჭირდება ქვეყანას და არა სააკაშვილს ან ბობოხიძეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს