სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლეს დონეზე დაფარავს ევროკავშირის სამივე მიმართულებას - საბჭოს, კომისიასა და პარლამენტს.

„პრეზიდენტის ვიზიტი ასევე გამოირჩევა ორი გარემოებით. ერთი, ეს არის კოვიდ 19-ის პანდემია, რომელიც ძალიან აქტიურად განსახილველი თემა იქნება და მეორე გარემოება არის საქართველოს გაჟღერებული სურვილი, რომ 2024 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გააკეთოს ოფიციალური განაცხადი. განსახილველი თემა იქნება, როგორ ვემზადებით ამისთვის და რა ეტაპები უნდა გაიაროს საქართველომ. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციაზე, როგორც სრული ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯზე. წელს უნდა ჩატარდეს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ეს თემაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“, - აცხადებდა ნატალი საბანაძემ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ბელგიის მეფეს და ასევე, კულტურული ფესტივალის - Europalia წარმომადგენლებს.

„როგორც ცნობილია, ორ წელიწადში საქართველო ამ ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება. პრეზიდენტის პატრონაჟი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 2 დღის წინ ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)