ანატოლი ბიბილოვი - ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას „ცალმხრივ და პოლიტიზირებულ დოკუმენტად“ აფასებს.

ბიბილოვმა სააგენტო RES-თან საუბარში განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ „აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა.“

ბიბილოვის თქმით, დოკუმენტს ”საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან” და ნაკარნახევია ”დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსისგან, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაგმობაზე და ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე”.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები, ანუ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და წამების აკრძალვის ვალდებულება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა