მურატ ჯიოევი - ევროპული სასამართლო ისეთივე დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნაც დადო კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც აღიარა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საბოლოოდ, დიდი ხნის განხილვის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთი არ შეჭრილა საქართველოში, არამედ საქართველო შეიჭრა სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„გამოდის, რომ ევროპული სასამართლო ისეთივე დასკვნამდე მივიდა, რა დასკვნაც დადო 2010 წელს ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელმაც აღიარა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლოებმა ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ძალადობდნენ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და მნიშვნელოვნად არის დემონსტრირებული „საქართველოს პასუხისმგებლობა ომის გამო“.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ევროპელმა და მსოფლიო ლიდერებმა სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ. თუმცა, მშვენივრად ვიცით, რომ მათი ყველა დასკვნა მიიღება ძირითადად, პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე. ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ევროპული სასამართლოები ჯერ კიდევ ეძებენ რუსეთის რაღაც პასუხიმგებლობას 12 აგვისტოს მოვლენებზე. მთავარია იმის აღიარება, რომ 8-დან 12 აგვისტომდე საქართველომ გაანადგურა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ხალხი, დაანგრია ქალაქი ცხინვალი და სოფლები“, - აცხადებს ჯიოევი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა