„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებული განცხადებები „მოღალატეობრივია“ და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო-რუსეთის დავაში საქართველო გაამართლა და დაადასტურა ის, რაც ქართველებმა და მთელმა მსოფლიომ ისედაც კარგად ვიცით. სასამართლომ იურიდიულად დაამტკიცა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და პასუხისმგებელია ეთნიკურ წმენდაზე საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; პასუხისმგებელია უამრავი ადამიანის მოკვდინებაზე, მათი ადამიანური უფლებების შელახვაზე, წამებაზე, უამრავ იმ დანაშაულზე, რომელზეც, როგორც ოკუპანტმა ჩაიდინა. ამ პროცესის პარალელურად ჩვენ ვისმენდით ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დანიშნული სხვადასხვა მარიონეტის, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის გამონათქვამებს, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. საქართველოს პრეზიდენტმა ფაქტიურად საქართველო დაადანაშაულა და ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციას, რომ აიცილოს პასუხისმგებლობა. ყველამ ერთად რომ გავიხსენოთ ეს მოღალატური განცხადებები მოვედით აქ იმისთვის, რომ ამ უღირსმა ადამიანმა, რომელმაც უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უნდა დატოვოს თანამდებობა და გადადგეს“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციისკენ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭრებმა გამართეს. მათ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

იხილეთ ვიდეო:„ნაცმოძრაობამ“ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა