რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს, - შესაბამის მონაცემებს ორგანიზაცია OVD-info-ი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებები 70-მდე ქალაქში განხორციელდა. ყველაზე მეტი, 855 მომიტინგე დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციაზე 4 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ