აშშ-ში სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში დღეს დილით მომხდარ სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ერთი არასრულწლოვანი მძიმედ არის დაჭრილი.

ქალაქის მერმა მომხდარი „მასობრივ მკვლელობად“ შეაფასა, ინდიანაპოლისის პოლიციის უფროსმა კი მას ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური მასობრივი სროლა უწოდა.

სამართალდამცავების ცნობით, ჯერჯერობით ეჭვმიტანილის, ან ეჭვმიტანილების, ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სროლა ერთზე მეტ ადამიანს უნდა განეხორციელებინა. ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში სროლას 5 ადამიანის, მათ შორის ორსულის სიცოცხლე შეეწირა

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო