ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 555 ადამიანს ჩაუტარდა.
ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 107 პაციენტია მოთავსებული. 33 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 54 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 33 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 18, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 25 პაციენტი, საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 48.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 301 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 161 პაციენტი, 9 207 კი - გამოჯანმრთელდა.

























