ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ძალიან დათრგუნულები და აღელვებულები არიან, როდესაც მოვიდა პერიოდი, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და დღის წესრიგში დადგეს მანდატების შეწყვეტის საკითხი

ძალიან დათრგუნულები არიან და როგორც ჩანს, აღელვებულები არიან, როდესაც მოვიდა პერიოდი, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და უნდა დადგეს დღის წესრიგში კონკრეტული პარტიებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციურ ჯგუფებზე წნეხს ახორციელებს, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ სწორ არჩევანს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

“ფაქტია, წნეხს ახორციელებს ოპოზიციურ ჯგუფებზე “ნაციონალური მოძრაობა”. სხადასხვა გადაუმოწმებელი ფაქტით, რაც სააშკარაოზე გამოდის, ერთ ოპოზიციურ ჯგუფს თუ წარმომადგენლებს ურეკავს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი.

ჩვენ უბრალოდ, უნდა, შევაფასოთ ფაქტი, რომ რამდენად თავისუფალია დღეს ოპოზიციური სპექტრი “ნაციონალური მოძრაობისგან” და ხომ არ შეიძლება ველოდოთ იმას, რომ ბოლოს ისევ მათ ბელადთან სააკაშვილთან უკრაინაში შეიკრიბოს “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, ბურჯანაძე და ა.შ.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ოპოზიციურ ჯგუფებში, რაც არ უნდა ძლიერი იყოს წნეხი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რაც არ უნდა შეკრება დაგეგმოს სააკაშვილმა უკრაინაში, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ სწორ არჩევანს საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გათვალისწინებით - მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული პროცესისთვის. ან მოუწევს “ნაციონალურ მოძრაობას” და სხვა პროდასავლურ ჯგუფებს, მიიკრან იარლიყი, რომ ისინი არიან ძირგამომთხრელები საქართველოში დემოკრატიის, ან აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც დასავლური დემოკრატია მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლეთისკენ არის მნიშვნელოვანი და გამოეყოფიან ამ ჯგუფებს და გააკეთებენ განცხადებებს. არ ვიცი, პარლამენტში შემოსვლით თუ დაგმობენ იმას, რომ არ სურთ მათ ამ იარლიყის მიწებება”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა