ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსართხოების სამსახურში დაუდასტურეს.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

გასული წლის დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს საქართველოს ხელისუფლებამ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს