ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის განხილვა დასრულდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მორიგი სასამართლო სხდომა 5 თებერვალს გაიმართება.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.
გასული წლის დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.

























