1-ელი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზუსტდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზუსტდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. ხოლო არავაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს განმეორებით PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ.

“მოგეხსენებათ, 1-ლი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენა ხდება. შესაბამისად, ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და თაოსნობით მთელი ეს პერიოდი ვმუშაობდით საქართველოში როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის რეჟიმის გადახედვასა და ამ ახალ რეალობაზე მორგებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე მოქმედებს ქვეყანაში შემოსვლის იმდაგვარი წესი, რომლის მიხედვითაც, ისინი შემოდიან ან ნეგატიური პისიარ ტესტით და ამ შემთხვევაში, 8 -დღიან თვითიზოლაციაში გადადიან ან თუ მათ არ აქვთ პისიარ ტესტი წარდგენილი, 12- დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ. 1-ლი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული შემსუბუქება ხდება. კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება- შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური პსრ ტესტით და ან ძველებურად 8- დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით, კიდევ ერთი პსრ ტესტი ჩაიტარონ, რის შემდეგაც თვითიზოლაციიდან თავისუფლები იქნებიან. ხოლო ისინი ვისაც არ ექნებათ შემოსვლისას ნეგატიური პსრ ტესტის პასუხი, 12 -დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, 8- დღიანი თვითიზოლაცია წესდება და ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ანუ 2 სრული დოზის გაკეთების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საქართველოში შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც, მწვანე აჭარაში ჩასაყვანად.

რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორების, ევროკავშირის, ისარაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ასევე, იმ პირებს, ვინც ტრანზიტულად შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შეეძლებათ შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული ნეგატიური PCR ტესტის პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR ტესტი. ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ მესამე დღეს ტესტირება და კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში", - განაცხადა თურნავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე