ზურაბ  ბატიაშვილი - ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, ერთი ერთზე არ დავრჩეთ რუსეთთან,  თუ არ ვიაქტიურეთ, მტერი, რომელიც არც თუ ისე შორსაა, მოვა და მარტივად გადაგყლაპავს

ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული ახალი რეალობისა და იმის ფონზე, რომ ოფიციალური თბილისი უარს ამბობს შეუერთდეს პრეზიდენტ ერდოღანის "კავკასიური ექვსეულის" პლატფორმას, ასევე თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

ირანელი მინისტრის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ქართულმა მხარემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით საჯაროდ დაადასტურა, რომ თბილისისთვის მიუღებელია თურქეთის ინიციატივა "კავკასიური ექვსეულის" პლატფორმის შესახებ.

ამ საკითხზე ოფიციალური თბილისის პოზიცია ასეთია - სანამ ამ ექვსეულში ოკუპანტი რუსეთი მოიაზრება, მანამ მასში საქართველო არაფერი ესაქმება.

თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ მოვისმინეთ კომენტარებიც. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში?

- ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შეიცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში. თეირანი ცვლილებების ამ პროცესში თავს გარკვეულწილად გარიყულად გრძნობდა. რეალურადაც, მას ნაკლები ბერკეტები გააჩნდა, რომ რამე კონკრეტული გავლენა მოეხდინა ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებსა და მის პოლიტიკურ შედეგებზე.

ამასთან, ირანის სურვილია, თავი დააღწიოს საერთაშორისო იზოლაციას, რაც აშშ-ს მკაცრმა სანქციებმა და პოლიტიკამ გამოიწვია. ამიტომ თეირანისთვის მისაღებია 3+3 ფორმატი, რომლითაც ის სავარაუდოდ შეეცდება კავკასიაში საკუთარი ყოფნის დაფიქსირებას და სიტყვის თქმის უფლების მოპოვებას. ამასთან, იგივე ფორმატის საშუალებით იგი შეეცდება გარკვეულ დონეზე თავი დააღწიოს საგრძნობ საერთაშორისო იზოლაციას.

ირანის სურვილია, თავი დააღწიოს საერთაშორისო იზოლაციას, რაც აშშ-ს მკაცრმა სანქციებმა და პოლიტიკამ გამოიწვია. ამიტომ თეირანისთვის მისაღებია 3+3 ფორმატი, რომლითაც ის სავარაუდოდ შეეცდება კავკასიაში საკუთარი ყოფნის დაფიქსირებას და სიტყვის თქმის უფლების მოპოვებას. ამასთან, იგივე ფორმატის საშუალებით იგი შეეცდება გარკვეულ დონეზე თავი დააღწიოს საგრძნობ საერთაშორისო იზოლაციას

დარწმუნებული ვარ, საქართველოში გამართული შეხვედრებისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ქართული მხრიდან ისეთივე პასუხს მიიღებდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაში იყო აღნიშნული.

საქართველოსთვის მიუღებელია ისეთი სახის გაერთიანებებში ყოფნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ოკუპანტი რუსეთი. ოკუპანტთან კი წარმოუდგენელია გრძელვადიანი და სერიოზული თანამშრომლობა გქონდეს. სწორედ ამავე მიზეზის გამო არ გვაქვს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები.

საქართველოსთვის მიუღებელია ისეთი სახის გაერთიანებებში ყოფნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ოკუპანტი რუსეთი. ოკუპანტთან კი წარმოუდგენელია გრძელვადიანი და სერიოზული თანამშრომლობა გქონდეს. სწორედ ამავე მიზეზის გამო არ გვაქვს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები

თუმცა, არის სხვა საკითხებიც, რაც შეიძლება ამ შეხვედრებზე დამდგარიყო. მხედველობაში მაქვს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. ვფიქრობ, რომ ისაუბრებდნენ სავაჭრო ურთიერთობებსა და ტურიზმზე.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი ამერიკული სანქციებისა და კორონავირუსის გამო წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა როგორც ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ირანს შორის, ისე ირანელი ტურისტების რაოდენობა 2020 წელს.

2019 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 187,1 მლნ აშშ დოლარის იყო, 2020 წელს კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 74,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 71,2%-იანი კლებაა.

2019 წელს საქართველოს ეწვია 141 997 ირანელი ტურისტი, 2020 წელს კი მხოლოდ 17 053, რაც 88%-იანი კლებაა. ვფიქრობ, რომ ეს კლება გამოიწვია ორმა მიზეზმა - პანდემიამ და აშშ-ს სანქციებმა.

- გვახსოვს, "კავკასიური ექვსეულის" ერდოღანისეულ პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც იგი ამ ინიციატივას მიესალმა, რასაც ჩვენში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მოგვიანებით, ქართული მხარის პოზიცია გაახმოვანა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო უწყებასა და პრეზიდენტს შორის ან კომუნიკაციის პრობლემაა, ან საგარეო ურთიერთობებზე მათ განსხვავებული ხედვები აქვთ, რამაც შესაძლოა, განაპირობა კიდეც ირანის პირველი დიპლომატის ვიზიტი თბილისში, რომელიც საქართველოს მოსკოვსა და ერევანში ყოფნის შემდეგ ესტუმრა.

სავარაუდოდ, როგორ წაიკითხავენ და რა რეაქცია ექნებათ ერდოღანის ინიციატივაზე თბილისის პასუხს მოსკოვში, ანკარაში, თეირანში, ბაქოსა და ერევანში?

- ვფიქრობ, რომ აქ კომუნიკაციის პრობლემაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტი საუბრობდა არა ექვსეულის, არამედ სამეულის - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ფორმულაზე, რაც უტოპიურ იდეას ჰგავს.

ასეთი სახის თანამშრომლობა შესაძლებელი რომ ყოფილიყო, არ დაიშლებოდა 1918 წლის 22 აპრილს ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. ეს საერთო რესპუბლიკა იმიტომ დაიშალა, რომ მასში შემავალ ერებს გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებული პოლიტიკური ამოცანები გააჩნდათ და ეს განსხვავებები დიდწილად ისევ არსებობს.

რა თქმა უნდა, მეზობლებს შეიძლება არ მოეწონოთ საქართველოს პასუხი შემოთავაზებულ წინადადებაზე. თუმცა, ჩვენი არგუმენტი მყარია - ამ რეალობაში თავად რუსეთი აგრესიული პოლიტიკითა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით შეუძლებელს ხდის გრძელვადიან თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, მეზობლებს შეიძლება არ მოეწონოთ საქართველოს პასუხი შემოთავაზებულ წინადადებაზე. თუმცა, ჩვენი არგუმენტი მყარია - ამ რეალობაში თავად რუსეთი აგრესიული პოლიტიკითა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით შეუძლებელს ხდის გრძელვადიან თანამშრომლობას

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ 3+3 ფორმატში არ იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს დასავლელი პარტნიორები - აშშ, ევროპის ქვეყნები, რაც საქართველოს მარტო დატოვებას გამოიწვევს აღნიშნულ ფორმატში და თავიდანვე წამგებიან პოზიციაში ამყოფებს მას.

ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა, ერთი ერთზე არ დავრჩეთ რუსეთთან. ამიტომ, ქართული მხრიდან ფორმატის მიმართ გამოთქმული ეჭვები ლეგიტიმურია.

3+3 ფორმატი იმ ზომის გეოპოლიტიკური პროექტი არაა, რის გამოც რუსეთი მზად იქნებოდა უკან წაეღო ჩვენი რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და დაეწყო საქართველოს დეოკუპაციის პროცესი.

3+3 ფორმატი იმ ზომის გეოპოლიტიკური პროექტი არაა, რის გამოც რუსეთი მზად იქნებოდა უკან წაეღო ჩვენი რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და დაეწყო საქართველოს დეოკუპაციის პროცესი

შესაბამისად, მეზობლებს ჩვენს გარეშე მოუწევთ ამ ფორმატში თანამშრომლობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენი მეზობლები და პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან თბილისის პოზიციას.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ გასულ წელს ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ვითარება საგრძნობლად შეცვლილია.

აზერბაიჯანმა ყარაბაღის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები გამოჩდნენ და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ანკარა, ხოლო თეირანი ირიბად.

აშშ-ში ბაიდენის გაპრეზიდენტებამ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი მოლოდინები გააჩინა. ასეთ ფონზე ქართველ ექსპერტთა უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ აშშ შეეცდება ჩვენს რეგიონში ანკარისა და მოსკოვის დაბალანსებას.

მას შემდეგ რაც ოფიციალურმა თბილისმა ერდოღანის ინიციატივაზე უარი თქვა, რამაც შესაძლოა გაზარდოს კიდეც საქართველოს საფრთხეები და გამოწვევები, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ და ევროპა უფრო აქტიურად შეეცდებიან სამხრეთ კავკასიაში ანკარის, მოსკოვისა და თეირანის დაბალანსებას?

- ვაშინგტონში შეიცვალა ადმინისტრაცია და ცვლილებები დაეტყო აშშ-ს. მასთან ერთად იცვლება მსოფლიოც. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს და ისინი დემოკრატიის დამცველები იქნებიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ გაგვიმართლა.

მეორე საკითხია, როგორი იქნება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სტრატეგია რუსეთთან და ჩვენ რეგიონთან მიმართებაში. ასეთი ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ბაიდენს წინასაარჩევნო პერიოდში გამოთქმული აქვს საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ძირითადი მონახაზის წაკითხვა შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზების გამო საქართველო ვერ იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ სტრატეგიის შემუშავებისას საქართველოს ფაქტორსაც დაეთმობა თავისი ადგილი.

ობიექტური მიზეზების გამო საქართველო ვერ იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ სტრატეგიის შემუშავებისას საქართველოს ფაქტორსაც დაეთმობა თავისი ადგილი

- ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ბევრ რამეზე კი ისაუბრეს, მაგრამ საქართველოზე არ უსაუბრიათ.

ის, რომ ბაიდენსა და პუტინს საქართველოზე არ უსაუბრიათ, ეს შეიძლება ნიშნავდეს - ხელისუფლებამ ვაშინგტონთან არასაკმარისად იმუშავა, თუ იმას, რომ ვაშინგტონს ჯერ საქართველოსთვის არ სცალია?

- ეს ნიშნავს ერთსაც და მეორესაც. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ე.წ. „რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას“, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ზოგჯერ შესაძლოა ქმნიდეს რუსეთის აგრესიის შემცირების ილუზიას.

მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ, რომ რეალურად არაფერი იცვლება. უფრო პირიქით - არც რუსეთს წაუღია უკან ჩვენი ტერიტორიების ე.წ. „დამოუკიდებლობების“ აღიარება და არც საერთაშორისო არენაზე ძველებურად აქტუალური აღარ არის საქართველოს დეოკუპაციის საკითხი.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ უკრაინა და საქართველო სხვადასხვა ზომისა და წონის ქვეყნები არიან და გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ დემოგრაფიული მონაცემებით მართალიც იქნება. თუმცა, ქვეყნის ზომა მხოლოდ ამით არ იზომება. თუ არ ვიაქტიურეთ, მტერი, რომელიც არც თუ ისე შორსაა, მოვა და მარტივად გადაგყლაპავს.

თუ არ ვიაქტიურეთ, მტერი, რომელიც არც თუ ისე შორსაა, მოვა და მარტივად გადაგყლაპავს

- ამ თემაზე საუბრისას ქართველ ექსპერტთა ნაწილი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მსოფლიოსა და ჩვენს სამეზობლოში გაჩენილ გამოწვევებს საქართველო და მისი პოლიტიკური კლასი აშკარად მოუმზადებელი ხვდება.

მხედველობაში მაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე პოლიტიკურ ძალთა შეუთანხმებლობა და ამის გამო გაჩენილი პრობლემები.

„ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე თვლის, - „საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ.“

სხვა ექსპერტები თვლიან, რომ ახალ რეალობაში საქართველო ისევე უნდა იქცეოდეს, როგორც უკრაინა, რომლის რადამ ამერიკელ და ნატოელ ჯარისკაცებს უკრაინის სამხედრო ბაზები დაუთმო და უახლოეს მომავალში ნავარაუდევია ამერიკული და ნატოელი სამხედრო მოსამსახურეების საკმაოდ დიდი კონტინგენტის უკრაინაში განთავსება.

თუ საქართველო აგრესიული მეზობლის გამო პრევენციის სახით კიევის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, რა რეაქცია ექნება ვაშინგტონს, ბრიუსელსა და ნატოს?

- ვფიქრობ, რომ ცხელ გულზე პარლამენტის მიერ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას ჯობია სიტუაციის რეალური შეფასება და ანალიზი - სად ვართ და საით უნდა წავიდეთ?

დასავლეთის ნაწილი გვინდა ვიყოთ და ეს სწორია. ხშირად, დასავლელ პარტნიორებსაც ვსაყვედურობთ ხოლმე, რომ ისეთ ყურადღებას არ აქცევენ საქართველოს, როგორც ჩვენ გვსურდა.

მაგრამ მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, ჩვენ ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით ყველაფერი შევასრულეთ? ავაწყვეთ დასავლური ტიპის სახელმწიფო? მე მგონია, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს.

მაგრამ მოდით, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - ჩვენ ჩვენი ვალდებულებების თვალსაზრისით ყველაფერი შევასრულეთ? ავაწყვეთ დასავლური ტიპის სახელმწიფო? მე მგონია, რომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს

რეალურად, ჰაერივით გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნები, მედიის მიუკერძოებლობა და გამართული ინსტიტუტები ქვეყანაში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაც ხომ მაინც კეთდება. მაგრამ ეს „რაღაც“ არაა საკმარისი არცერთი მიმართულებით. დასაკარგი დრო არ გვაქვს და ესენი სასწრაფოდ გასაკეთებელია.

ნატოში რომ მიგვიღონ, ე.წ. „სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების“ დაყოლიების გარდა ამ პრობლემების მოგვარებაც გვჭირდება და ეს უპირველეს ყოვლისა ჩვენ თვითონ გვჭირდება, რადგან მათი გადაჭრა უკეთეს საზოგადოებასა და უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას ნიშნავს.

როგორ წარმოგიდგენიათ ნატოში ისეთი ქვეყნის მიღება, სადაც პარლამენტის მუშაობაში ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას? ასე რომ სერიოზული სამუშაო გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო არენაზეც.

როგორ წარმოგიდგენიათ ნატოში ისეთი ქვეყნის მიღება, სადაც პარლამენტის მუშაობაში ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას? ასე რომ სერიოზული სამუშაო გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო არენაზეც

- თუ ისევ ირანის პირველი დიპლომატის თბილისში ვიზიტსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების თემას დავუბრუნდებით, გაგვახსენდება ის ინციდენტი, რომელსაც 30-ზე მეტ ქართველ მძღოლთან და გადამზიდავებთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ირანელი მინისტრის თბილისში ვიზიტამდე ქართველი მძღოლებისთვის პრობლემების შექმნა შემთხვევითი ინციდენტი ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ თბილისის გვერდის ავლით ანკარა, მოსკოვი, ბაქო და თეირანი სამხრეთ კავკასიაში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე უკვე შეთანხმებული არიან.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ქართველ მძღოლებთან დაკავშირებული ინციდენტი და სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მომხდარს?

- ვფიქრობ, რომ ირანთან პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით შესაძლებელია.

ირანთან პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით შესაძლებელია

ირანი არ არის რუსეთი და იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტია ორმხრივ ურთიერთობებში.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა