საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი“ მომხმარებლებს 31 იანვარს Black sunday-ის ფასდაკლების დღეს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.
კომპანიის ცნობით, Black Sunday უკვე iPlus-ის სპეციალური ტრადიციული დღეა, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება და მომხმარებლებს საშუალება აქვთ ნივთები ამერიკულ ფასად, ანუ თვითღირებულებით შეიძინონ.
როგორც “აიპლიუსში” აცხადებენ, 31 იანვარს აქციაში ტრადიციულად iPhone-ის და Samsung-ის მოდელებთან ერთად Xiaomi-ის მოდელებიც იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ტექნიკის გარდა, თვითღირებულებით გაიყიდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის და GoPro-ის პროდუქციაც. სხვადსახვა პროდუქტზე 1000 ლარამდე ფასდაკლებები და საჩუქრები გავრცელდება.
“Black Sunday მომხმარებლების საყვარელი დღეა. ის 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება და სპეციალურად ამ დღისთვის ყველაფერი თვითღირებულებით ანუ ამერიკულ ფასად გაიყიდება. სხვადასხვა მოდელებზე 1000 ლარამდე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. მაგალითად iPhone 11-ის შეძენისას, საჩუქრად 390 ლარიან Polaroid instax mini 8 ფოტოაპარატს მიიღებთ. გარდა ტექნიკისა ფასდაკლება გავრცელდება აქსესუარებზე და Console-ებზე“, - განაცხადა “აიპლიუსის” მენეჯერმა, გიორგი ჩიხრაძემ.