გიორგი ბარამიძე „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმზე - ამ სისულელეს სერიოზულად არავინ აღიქვამს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დადებული მემორანდუმი პარლამენტში პარტიების შესატყუებლად შექმნილი თამაშია. აღნიშნულის შესახებ ბარამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ამ მემორანდუმს სერიოზულად არავინ აღიქვამს.

„არც ერთი ნორმალური ოპოზიციური პარტია ცხადია, არ აყვება „ქართული ოცნების“ ამ თამაშს. ეს ე.წ. მემორანდუმი არის „ქართულ ოცნებასა“ და ახლა უკვე მცირე ქვედანაყოფ, „ქართული ოცნება - მოქალაქეებს“ შორის დადებული, რაღაც შექმნილი დოკუმენტი პარლამენტში პარტიების შესატყუებლად. ამას არავინ ჭამს და ამას არავინ იყიდის, ამ სისულელეს სერიოზულად არავინ აღიქვამს“, - განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის კატეგორიულად, რომ ოპოზიციური პარტიებიდან აღნიშნულ მემორანდუმს არცერთი შეუერთდება, ბარამიძე პასუხობს, რომ „სხვის ნაცვლად ვერ ილაპარაკებს და ის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობს.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედის. „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია