აკაკი ბობოხიძე - თუ შევთანხმდებით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, მერე უნდა ვისაუბროთ საარჩევნო ადმინისტრაციაზეც, ბარიერზეც და ყველაფერზეც

„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მემორანდუმი თავის თავთან გააფორმა.

ამასთან, როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ არ აპირებს თებერვალში საპარლამენტო ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

„ქართული ოცნება“ იძულებული ხდებოდა 2 თებერვალს ემსჯელა სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაწერა განცხადება. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ 2 თებერვალს ამას არ გააკეთებს და მიზეზად იტყვის, რომ რაღაც შეთანხმებები დაიწყო და თურმე, მოფიქრებისთვის უტოვებენ დროს და ვადას ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ოპოზიციამ ძალიან მკაფიოდ უთხრა, რომ ჩვენ ძალიან მყარად ვართ ჩამოყალიბებული და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება მანამ, ვიდრე ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილება თუ რომელიმე სხვა, არ მოემსახურება მთავარ შეთანხმებას - რიგგარეშე არჩევნებს. თუ შევთანხმდებით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, მერე რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ საარჩევნო ადმინისტრაციაზეც, ბარიერზეც და ყველაფერზეც. ოღონდ ეს ყველაფერი არის მთავარი შეთანხმების ნაწილი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება გააფორმეს და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს