პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებების მიღებით გაიხსნება

2 თებერვალს - თებერვლის პირველ სამშაბათს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის მთავარი საკითხი პარლამენტის 51 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაა, რასაც თავად ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ და მანდატებზე უარის თქმით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

სადეპუტატო უფლებემოსილებების შეწყვეტის საკითხი კენჭსაყრელად 2 თებერვლის სხდომაზე გავა. იმავდრიულად, “მოქალაქეების“ სიით გასულმა ორმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტის საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შემდეგი დეპუტატები ითხოვენ: - თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, შალვა ნათელაშვილი, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ლევან ხაბეიშვილი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თემურ ჯანაშიას, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

იხილეთ ვიდეო:საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებების მიღებით გაიხსნება

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა