დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოციალურად დაუცველმა დევნილებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

"გარდა ამისა, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ მეწარმე დევნილებსაც, რომლებიც საკუთარ საწარმოებში იძულებით გადაადგილებულ პირებს დაასაქმებენ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორივე პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 155 დევნილი დააფინანსა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი