ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსისგან ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსისგან ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსს 36 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. „რესპუბლიკის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ „წითელ ზონაში“ კოვიდ 19-სგან გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა.

ამჟამად, ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო ცენტრის „წითელ ზონაში“ კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს.

ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 2.8 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 70 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.