სახალხო დამცველის მოადგილე - ჩვენი მთავარი შენიშვნა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყოველთვის არის ის, რომ გასაკეთებელი ძალიან ბევრია

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის შენიშვნა ნაკოტიკულ საშუალებების დოზებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დოზების განსაზღვრას ეხება.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალისტების მოსაზრებით, დოზები, რომელიც კანონპროექტშია წარმოდგენილი, საკმარისად მაღალი არაა. მისი თქმით, დოზები იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რაც რეგულარული მომხმარებლებისთვისაა საჭირო.

„ჩვენი მთავარი შენიშვნა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყოველთვის არის ის, რომ გასაკეთებელია ძალიან ბევრი. უამრავი პრობლემა რჩება, რომელიც ამ მხრივ გამოსასწორებელია. პარლამენტში 2017 წელს ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ ეს პრობლემა სრულად მოგვარებულიყო, სამწუხაროდ, შემდგომი მსვლელობა აღარ აქვს. ის კანონპროექტი კი, რომელიც ამ შემთხვევაშია წარმოდგენილი, რაღაც ნაწილის გაუმჯობესებაა, მაგრამ პრობლემა რჩება, რომელიც გამოსასწორებელია. ბევრი ოდენობა რჩება ნარკოტიკული საშუალებების, რომელსაც არ აქვს შესაბამისი მცირე და საწყისი ოდენობები, რაც დამატებით მუშაობას საჭიროებს. შესაბამისი ორგანიზაციები, რომელშიც არიან ნარკოლოგები და ადამიანები, რომლებიც სპეციალურ ცოდნას ფლობენ, აღნიშნავენ, რომ დოზები, რომელიც კანონპროექტშია წარმოდგენილი, საკმარისად მაღალი არაა, მცირე დოზებია განსაზღვრული. გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობაში მოქცევა მაინც სისხლის სამართლის სპეკულირების ქვეშ მოხდება და ეს არის პრობლემა, როგორც ნარკოლოგები აღნიშნავენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ შესაბამისი მოსაზრებების წარდგენა და დოზების იმის მიხედვით განსაზღვრა მოხდეს, რაც არის საჭირო რეგულარული მომხმარებლებისთვის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო