ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკავშირთან მოლაპარაკებების მიმდინარე ეტაპზე ვართ, რათა შევუმუშავოთ ასოცირების 2021-2027 წლის დღის წესრიგი

მიმდინარე ეტაპზე ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, რათა შევუმუშავოთ ასოცირების 2021-2027 წლის დღის წესრიგი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარუდგინა.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, 2017 -2020 წლის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება პრაქტიკულად დასრულებულია და უკვე გაიმართა მოლაპარაკების ერთი რაუნდი შემდეგი - 2021-2027 წლის დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც წინა პერიოდისგან განსხვავებით, არა 3 წლიან, არამედ 7 წლიან პერიოდს მოიცავს.

„მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით და ამ კონტექსტში მინდა ასევე ვახსენო ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ მიმდინარე ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ დავასრულეთ 2017 -2020 წლის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება, იმპლემენტაცია და მიმდინარე ეტაპზე ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, რათა შევუმუშავოთ ასოცირების 2021-2027 წლის დღის წესრიგი. ეს თვისობრივად განსხვავებული დოკუმენტია, იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ის არ მოიცავს 3 წლიან პერიოდს, როგორც ეს იყო წინა პერიოდში, არამედ ის დაკავშირებულია 7 წელიწადთან, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტორთან, რაც დაკავშირებულია ევროკავშირის საბიუჯეტო ხარჯიანობასთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩატარდა ერთი რაუნდი. უნდა ითქვას, რომ ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 ფაქტიურად ისევე ყოვლისმომცველი იქნება, როგორც წინა დღის წესრიგი, მასში ასახული იქნება ყველა ის მიმართულება, რომელიც ასახული იყო წინა დღის წესრიგში, თუმცაღა, ის კიდევ უფრო ამბიციურია, თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ის 7 წელზეა გაწერილი, არის რა თქმა უნდა რამდენიმე სფერო, რომელშიც განსაკუთრებულად არის ყურადღება გამახვილებული. ერთ-ერთი არის გარემოს დაცვა, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური არის მოცემულ პერიოდში ევროკავშირში და ასოცირების დღის წესრიგშიც, ის სათანადო ადგილს დაიკავებს ისევე, როგორც გაციფროვნება, რა მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და მომავალ წელსაც და არსებულ დღის წესრიგშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ