მამუკა მდინარაძე - როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის პირობებში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს ვერ დაექვემდებარება.

როგორც მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუნდის ახალი წევრების წარდგენის შეფასებებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ფასადური ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგს ვერ უზრუნველყოფს.

„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს არ ექვემდებარება. ისევე როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პირობებში. ეს ფასადური ცვლილებები არაფერს შეცვლის. რამდენიმე წუთის წინ მითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვინც განახლებულ გუნდშია, თანაავტორი იყო იმ საუკუნის ტყუილის, რასაც მალტიდან ვაქცინის მილიონი დოზის ჩამოტანის შესაძლებლობა ერქვა. აქ მიხეილ სააკაშვილის როლზე იყო საუბარი. აბსოლუტურად არასერიოზულია“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაასახელა. პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, ესენი არიან: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება