შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი ილია კვაღინიძე - ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ილია კვაღინიძე მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს. ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განმარტავს, რომ არასდროს უმუშავია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში.

კვაღინიძის განცხადებით, ის აქციებზე მხოლოდ წესრიგის დაცვის მიზნით დადიოდა.

„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემ შესახებ, მათ შორის, ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე. ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში, არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, მე „ვატერორებდი“ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე არის ტყუილი. თუკი სადმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაზე ვყოფილვარ, ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით“, - წერს ილია კვაღინიძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ილია კვაღინიძე წინა ხელისუფლების პერიოდში კუდ-ში მუშაობდა და კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაცია პირად კონტროლზე ჰყავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს