ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში 426 ტესტი ჩატარდა და 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსზე სტაციონარულ მკურნალობას 93 ადამიანი გადის, 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 51-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის.

მთლიანობაში, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 11 564-ს შეადგენს, გარდაცვლილია 178 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 9902 პაციენტი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი