მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიღაცას ახალისებს ხელისუფლება, ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ არ გვახასიათებს

წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის და კითხვის დასმის საშუალებას, რომ ვიღაცას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ივერი მელაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თავდასხმის არცერთი ფორმა დემოკრატიული საზოგადოებისთვის მისაღები არაა და „ამას ყველა უნდა გაემიჯნოს“.

„რაც შეეხება კრიტიკას და ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს დამოკიდებულებას ყოველთვის გამოვხატავთ, მითუმეტეს ასეთი ძალიან სენსიტიური და ეროვნული თემების მიმართ. თან ეს ეროვნული თემები გამყარებულია მტკიცებულებებით და ამ მტკიცებულებების იგნორირება არის მტრული დამოკიდებულება. იმისთვის, რომ ვიღაცაზე არ გავიდეს გამოძიება და თუ გავა ნებისმიერ შემთხვევაში ეს იმიტომ არ იყოს დანაშაული, რომ თითქოს გარეჯი საქართველო არ არის, დაცვის მექანიზმად ეს პოზიცია ჩვენთვის მიუღებელია. ამისგან ძალიან შორს ვართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკური თავხედობაა, როდესაც გჭირდება და ამბობ, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის.

„ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის ლიდერები, მათი განცხადებებიდან გამომდინარე ვამბობ, თუ დასჭირდათ იმასაც იტყვიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. უკვე ამ დონის განცხადებებს აკეთებენ. პოლიტიკური თავხედობაა, როდესაც გჭირდება რაღაცაში და გარეჯის ნაწილზე ამბობ, რომ ის საქართველოს ტერიტორია არ არის. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებების გაკეთება სირცხვილი უნდა იყოს. ვგულისხმობ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომლებიც ასე თავხედურად და მტრულად საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ აცხადებენ, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , „გამყიდველი“ უწოდა. ივერი მელაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, მაღაზიაში ივერი მელაშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფო პროპაგანდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს