ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების ხელახლა დაწესებით ემუქრება. ”შეერთებულმა შტატებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბირმას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დემოკრატიის გზაზე პროგრესის არსებობის საფუძველზე გააუქმა. ამ პროგრესის მიმართულების შეცვლა ჩვენი სასანქციო კანონებისა და უფლებამოსილებების დაუყოვნებლივ გადახედვას მოითხოვს”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, აშშ საკუთარ პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმუშავებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენას და ასევე პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებმაც მიამნმარში ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობა მიიღეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელი აუნგ სან სუ ჩიი, ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს, ქვეყნის არმიამ 1- წლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენი მიანმარს სანქციების დაწესებით ემუქრება

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს