ენტონი ფაუჩი - თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს

თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დომინანტური გახდებიან, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„სამხრეთ აფრიკაში ჩვენი კოლეგების გამოცდილება მიუთითებს, რომ თუ ის დომინანტური გახდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსის ორიგინალური სახეობით დაინფიცირებული იყავით, რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს. ეს მინიმუმ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ეხება, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, როდესაც საქმე რეინფიცირებას ეხება,“- განაცხადა ფაუჩიმ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის აუცილებლობას მძიმე და პოტენციურად ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ ადამიანების ვაქცინაცია. გთხოვთ, აიცრათ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტებისგან დაცვა შემცირებულია, ის საკმარისად გიცავთ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დაავადების მძიმე ფორმა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ასე რომ, ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ფაუჩიმ.

იხილეთ ვიდეო:ენტონი ფაუჩი - თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია