ირმა ნადირაშვილი - თუ დღეს არ შეუწყვეტენ დეპუტატებს უფლებამოსილებას, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეყვეტის პროცესს ეხმაურება. ნადირაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მთელი მისი მოქმედებებით არაპროგნოზირებადია, თუმცა თუ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებების დაკმაყოფილება არ მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში ,,შეთრევაზე“.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, ვითარება ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ საქართველოს ჩრდიოლოკორეის ერთპარტიული პარლამენტი აქვს.

„ჩვენი გეგმების თაობაზე არაერთხელ გვაქვს ნათქვამი და უფრო მეტიც, წერილობით განცხადებები შესულია უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ მთელი თავისი მოქმედებებით არაპროგნოზირებადია, მაგრამ თუ დღეს არ მოხდება კანონის შესრულება და არ შეუწყვეტენ იმ ადამიანებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, ვისაც არ უნდა, რომ პარლამენტის წევრი იყოს და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინოს, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, რისი ნიშნებიც ჩვენ გვაქვს, ვითარება და ფაქტობრივი მდგომარეობა ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს არის ჩრდილოკორეის ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ეს გუშინ თავის განცხადებაში თავისგან დამოუკიდებლად სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა.“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე