ანრი ოხანაშვილი - რიგი ოპოზიციური ჯგუფები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვთხოვენ, რომ არ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას

მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვთხოვენ, რომ არ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას, ეს ხომ ფაქტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილება არ შეეწყვიტა, რადგან სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, გახდებოდა ის საბოტაჟის თანამონაწილე, რომესაც ადგილი აქვს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან.

„ჩვენ ვირჩევთ გზას დემოკრატიისკენ. ქართველი ხალხის ნება არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარება და არა რადიკალიზაცია ან ამ რადიკალიზაციაში თანამონაწილეობა. ჩვენ რომ სხვა გადაწყვეტილება მიგვეღო, ვიქნებოდით თანამონაწილე იმ საბოტაჟის, რასაც ადგილი აქვს ოპოზიციური ჯგუფების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ამას ემატება ისიც, რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვთხოვენ, რომ არ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას, ეს ხომ ფაქტია. ამიტომ, თვითონ ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ, მოხდეს რეალურად ლუსტრაცია, ვინ ირჩევს საბოლოოდ დემოკრატიის გზას და ვინ ირჩევს საბოლოოდ საბოტაჟის გზას. თვითონ უნდა გაერკვნენ ერთმანეთში, იზიარებენ თუ არა ერთიან ოპოზიციურ სულისკვეთებას. ფაქტია, რომ არ იზიარებენ. უმეტესობა ამბობს უკვე შეფარულად თუ ღიად, რომ მათთვის მიზანშეწონილია, არ მოხდეს შეწყვეტა, ვინაიდან ამით დარჩეს რესურსი შემდგომი მოლაპარაკების. რაც შეეხება რეგლამენტსა და კონსტიტუციას, რა უფლებას ვარღვევთ თუ ვინმე ამას სვამს, კითხეთ. რა უფლება ირღვევა და თუ ფიქრობენ, რომ რაიმე უფლება ირღვევა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ჩვენ დავიცავთ, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციას და სწორედ ამიტომ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც მონიჭებული აქვს პარლამენტს,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა