ირმა ნადირაშვილი კობახიძის განცხადებაზე - სინამდვილეში ეს არის დრო „ქართული ოცნებისათვის“, რომ პარლამენტში, დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის შეფასებით, საბოტაჟთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გაუგონარი და უპრეცედენტოა.

მისი თქმით, ამ საქციელით „ქართული ოცნება“ კანონმდებლობას არღვევს, რადგან ადამიანების პარლამენტში ძალით გაჩერება შეუძლებელია.

„ირაკლი კობახიძემ გამოიყენა გაუგონარი ტერმინები საბოტაჟთან დაკავშირებით, ამ მოტივით მათ უარი თქვეს, რომ ოპოზიციას შეუწყვიტონ საპარლამენტო მანდატები, ეს გაუგონარი ქმედებაა, როდესაც არსებობს განცხადებები და ადამიანები უარს ამბობენ გაყალბებული არჩევნების შედეგის მიღებაზე. ამ ვითარებაში ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა, ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი. რაც შეეხება მოტივს, რომ მეტი დროს მისცენ ოპოზიციას, ეს არის სინამდვილეში დრო „ქართული ოცნებისათვის“, რომ პარლამენტში, დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ. ვფიქრობ, საერთო სურათი მაინც ვერ შეიცვლება, ერთი და ორი ადამიანის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შეიცვლის ხასიათს და ის არ იქნება ჩრდილოეთ კორეის საკანონმდებლო ორგანო. ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სურთ პარლამენტში შესვლა, უკვე გვესმის დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისათვის, თითქოს მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ნება და ექცევიან სხვების „ბულინგის“ ქვეშ, თუ ვინმეა „დაბულინგებული“ ამ პარლამენტში, თუ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ივანიშვილის გონების კარნახით მოქმედებს, ეს სწორედ ბატონი კობახიძე გახლავთ, რომელიც დღეს მორიგი ბოდვით გამოცხადდა ჩვენს წინაშე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის საბოტაჟს ცდილობს, თუმცა კონსტიტუციას შეუძლია ამ მცდელობას ეფექტური ინსტრუმენტები დაუპირისპიროს“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე