მამუკა მდინარაძე - სხვა არგუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო კარლ ჰარცელის მოწოდება, რის გამოც თავი შევიკავეთ ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან

ეს იყო გადაწყვეტილება საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყდა. როგორც მდინარაძე ამბობს, იმასთან ერთად, რომ ბოლო კვლევით საქართველოს მოსახლეობის 2/3 მომხრეა საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიის ჩართვის, გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ასევე, კარლ ჰარცელის განცხადებაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ასევე ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოწოდება და ყველაფერი ეს ერთად იყო გადამწონავი არგუმენტები, სხვა არგუმენტებთან ერთად, რის გამოც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ჩვენ არ ველოდებით, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ შემოვლენ პარლამენტში, მაგრამ იქ არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დღემდე არ ჩნდებიან ტელეკამერებთან და ჩვენ, ინფორმაციაზე და გონივრულ ვარაუდზე დაყრდნობით ვფიქრობთ, რომ მათ დავუტოვეთ შანსი იმოქმედონ თავისი შეხედულების შესაბამისად და ეს შეხედულება ემთხვევა სახელმწიფოებრივ აზროვნებასაც, რადგან მათ ნაწილს სურს საქართველოს პარლამენტში შემოსვლა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ უპასუხა კითხვას, ჩაერიცხებათ თუ არა იმ 51 დეპუტატს ხელფასი, რომლებსაც მანდატები არ შეუწყდათ, თუმცა, ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, თუ დეპუტატი ყველა სხდომას გააცდენს, ის ხელფასის ნახევარს მიიღებს.

„მე გულწრფელად მგონია, რომ ეს არის დეტალები- ხელფასი რამდენი ჩაერიცხებათ და როგორ, მაინც მოგახსენებთ, რომ როცა აცდენს დეპუტატი სხდომებს, თუ ყველა სხდომას გააცდენს, მას მოუწევს დაახლოებით ხელფასის ნახევარი რომ მიიღოს, საპარლამენტო სანქციებში შედის ასევე უფლებამოსილების შეწყვეტაც, ამას უფრო ხანგრძლივი პერიოდი აქვს ამ პროცედურის ჩამთავრებას, აქაც ჩვენი დისკრეციის შესაბამისად გამოვიტანთ გადაწყვეტილებას. თუ პოლიტიკურად, სამართლებრივად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სწორი იქნება რომ შევუწყვიტოთ, ბუნებრივია, არც ამაზე დავიხევთ უკან. დღეს გადაწყვიტეთ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გადაგვეწყვიტა მათი განცხადებების შესაბამისად, ბოლომდე ყველა მათგანის ნებასთან დაკავშირებით არ ვიყავით დარწმუნებული და ასე მოვიქცეთ - თავი შევიკავეთ დღეს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან,“- განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა