თაკო ჩარკვიანი - დღეს ელისაშვილს როგორც სალახანას ისე მოექცნენ

ჩვენ კი არა, იქ ვინც არიან, მათ არ აინტერესებთ ელისაშვილი, როგორც სალახანას, ისე მოექცნენ დღეს, საოცრება, წარმოუდგენელი ამბავი იყო, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ჩარკვიანი განმარტავს, ალეკო ელისაშვილის ხმა პარლამენტში შედეგის მომცემი არ არის.

„ეს დადგმული, სულელური რაღაც სპექტაკლია, დებატი ვის სჭირდება, მოსახლეობას შედეგი სჭირდება, შედეგი თუ ვერ დადე, იდებატე და დადგი ის სპექტაკლი. შედეგი მაინტერესებს, სამართლებრივად ელისაშვილმა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას და ხალხს. სამართლებრივად რისი უფლება აქვს? საკამათოც არ არის, პროცენტულად რა შეუძლია გააკეთოს, მისმა ორმა ხმამ, რა უნდა გააკეთოს?“, - განცხადა ჩარკვიანმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ერთპარტიული არ არის.

„სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილმა ამ ერთხელ თქვა სწორი, რომ პარლამენტი ერთპარტიულია და ეს იციან, ერთპარტიული პარლამენტი თითქმის, მთელ მსოფლიოში დიქტატორულ ქვეყნებთან ასოცირდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა