ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დასადგენად ტესტი 511 პირს ჩაუტარდა.

საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 11 620 შემთხვევაა გამოვლენილი. 10198 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დაფიქსირებულია 178 გარდაცვალების ფაქტი.