კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მისი თქმით, ნაძალადევის რაიონში მოხდება მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ასევე, კალაძის განმარტებით, ისნის რაიონში იგეგმება ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია.

„მინდა ასევე შევეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იცით, რომ 2020 წლის დასაწყისში ვსაუბრობდით ძალიან ბევრ, კარგ, მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებზე, თუმცა, პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. თუმცა, 2021 წელს გარკვეულწილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც 2020 წელს იყო დაგეგემილი, მინდა ამ პროექტებთან დაკავშირებით მოგახსენოთ: ნაძალადევის რაიონში მოხდება მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. მგონი ყველანაირი ფუნქციონირების ვადა ამოწურული აქვს, ავარია ავარიაზე ხდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთლიანად შეიცვლება კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება თავისი განათებებით და გამწვანებით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ისნის რაიონში იგეგმება ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს უშუალოდ სამუშაოებზე. ამ პროექტის ფარგლებში ძირეულად შეიცვლება ინფრასტრუქტურა და განახლდება“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე იგეგმება კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილსა და ყიფშიძის ქუჩას დააკავშირებს. „მინდა ასევე გითხრათ ერთ პროექტზე, რომელიც წელს განხორციედება, დღეს მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა. ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არის. როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე“,-განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ასევე უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იგეგმება.

„ასევე მინდა ვისუბრო ერთ ძალიან მაგარ პროექტთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებასაც წელს ვიწყებთ. პროექტი გამზადებული გვაქვს, უახლოეს დღეებში გამოვაცხდებთ ტენდერს უშუალოდ სამუშაოებზე, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის“,-აღნიშნა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს