ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარძის განცხადებით, სარეგისტრაციო ბაზა მზად არის, სადაც ყველა ის პირი აღირიცხება, ვინც ვაქცინაციას გაივლის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სარეგისტრაციო ბაზა მზად არის, სადაც აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია დაცული იქნება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუ მაგალითად, ადამიანს სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ის საბუთის ამობეჭდვას შეძლებს.

„კლინიკებში გაგზავნილია უკვე კითხვარი და ასევე მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ უნდა მოგავაწოდონ ყველა იმ პირზე ინფორმაცია, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია. დღეს ეწურებათ კლინიკებს ამ ინფორმაციის მიწოდების ვადა. თვითონ სარეგისტრაციო ბაზა ძალიან დიდი ხანია მზად არის. უბრალოდ, ჩვენ არსებული ვაქცინაციის პორტალს ვამატებთ კიდევ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და ამ ბაზაზე უკვე აღირიცხება ყველა ის პირი, ვინც ვაქცინაციას გაივლის. ვინაიდან ეს არის პირადი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დაცულია და საჯარო ინფორმაცია ვერანაირად ვერ იქნება, თუმცა, თითოეულ ადამიანს ექნება წვდომა, რომ მიიღოს საკუთარ თავზე ინფორმაცია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ მას სამსახურში წარსადგენად ან სამოგზაუროდ დასჭირდება დოკუმენტი, რომ ის არის ვაქცინირებული, შეეძლება თვითონვე ამობეჭდოს ეს დოკუმენტი, რომელიც იქნება დაცული ყველანაირი სტანდარტით. მას ექნება სპეციალური ნუმერაცია, რომელიც ამ დოკუმენტის სანდოობას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა იმ ვაქცინის მწარმოებელთან, რომელიც მომავალში მიიღებს ლიცეზენციას. „ამ ეტაპისთვის „კოვაქს პლატფორმა“ არ გულისხმობს დამატებითი მოცულობის მოწოდებას, თუმცა სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა იმ მწარმოებელთან, რომელსაც დღესდღეობით გააჩნია სანდო ვაქცინა.

„ფაიზერთანაც“ გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, „ასტრაზენეკასთანაც“ და ყველა იმ პერსპექტიულ ვაქცინის მწაროებელთან, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ლიცენზირებას და დასტურს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მკაცრი მარეგულირებიდან“,- განაცხადა ტიკარაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ