თბილისის საკრებულო წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში წლის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურა წიგნებში გადაიცვალა და წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ხანდაზმულთა მუნიციპალურ პანსიონატის მცხოვრებლებს გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, პანსიონატში მცხოვრებმა მოხუცებმა სასურველი ლიტერატურა წინასწარ თავად დაასახელეს.

,,ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 2021 წელს განსხვავებულად აღგვენიშნა და გაგვეხარებინა ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება საზოგადოების ზრუნვა და ყურადღება. ამიტომ, მათი სურვილისამებრ, შევიძინეთ უახლესი გამოცემები - მხატვრული ლიტერატურა და ლექსიკონები,’’ - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე ადამიანებს საერთო იდეით აერთიანებს, სლოგანით: იკითხე წიგნი შეცვალე მსოფლიო!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა