გიორგი რურუა - საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან

"მთავარი" არხის მეწილე, გიორგი რურუა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მოუწოდებს ორგანიზება გაუწიონ პროტესტს.

როგორც რურუა სოციალურ ქსელში წერს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

"საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან,რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან-ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.

საქართველოში ხელოვნურად ჩაგვკეტეს და ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. მეგობრებო რას ფიქრობთ ამ იდეაზე? სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ეს არის არ დანებების ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი, (საყვარელი) პოლიტპატიმარი გიორგი რურუა" ,- წერს რურუა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო:გიორგი რურუა საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებს რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა