ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით მედია წერს.

ამავე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავიურსზე ტესტი 464 ადამიანს ჩაუტარდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი.

საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 11684 შემთხვევაა დაფიქსირებული. 10334 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 179 გარდაიცვალა.