„ალდაგი“ მომხმარებელს ყველაზე გავრცელებული რისკისგან - მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობისგან მარტივ დაზღვევას სთავაზობს

„ალდაგი“ მომხმარებელს ყველაზე გავრცელებული რისკისგან - მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობისგან მარტივ დაზღვევას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, „მეზობლობის დაზღვევა“ - ასე ჰქვია პროდუქტს, რომელიც თვეში მხოლოდ 5 ლარი ღირს და მომხმარებელს ისეთი გავრცელებული რისკებისგან აზღვევს, როგორიცაა: მეზობლის სახლში წყლის ჩასვლა და დატბორვა, თქვენი მიზეზით გაჩენილი ხანძრის (აფეთქების ან სხვა მიზეზით) მეზობლის სახლის დაზიანება.

„ასეთ შემთხვევებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ არ ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ უსიამოვნებები ხშირად ხდება, გვიწევს მეზობელთან მოლაპარაკება და გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება, რასაც ალდაგი სრულად აგარიდებთ თავიდან“, - აცხადებენ “ალდაგში”.

მეზობლობის დაზღვევის ლიმიტები, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 5000 ლარიდან იწყება და 20 000 ლარამდე იზრდება. პროდუქტის ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი გვერდზე.

“დაზღვევის ამ სახეობას მომხმარებელს ცალკე ვთავაზობთ, რადგან ვფიქრობთ, მათთვის მეტად მოსახერხებელი იქნება მინიმალურ ფასად ასეთი მნიშვნელოვანი რისკის დაზღვევა, მით უფრო პანდემიის პერიოდში“, - ამბობენ “ალდაგში”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა