სალომე ზურაბიშვილი -  კიბოს დაძლევის ევროკავშირის გეგმა ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც უნდა გახდეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული სხვა პარტნიორებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივით დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა.

“ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზადაა შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიბოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ყველა სახელმწიფოს ლიდერს ერთად დგომისა და ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლის ელჩი აარონ ანდერსონი საქართველოში მოიწვია, რათა საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა