რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ხვალ ოკუპირებულ ცხინვალში ვიზიტს იწყებს

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით, ხვალ, 5 თებერვალს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩავა , - ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. პარლამენტის „პირველმა ვიცე-სპიკერმა“ პეტრე გასიევმა განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში 5 რუსი დეპუტატი იქნება.

გასიევმა ასევე განაცხადა, რომ „ვიზიტის“ ფარგლებში გაიმართება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომისიის სხდომა და ისაუბრებენ საკითხებზე, რომელთა რეალიზაციაში რუსეთი ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ ეხმარება.

„საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას დიდი სარგებლობა მოაქვს ჩვენი ხალხებისთვის, ამ კომისიის საშუალებით შეგვიძლია, გარკვეული პრობლემური საკითხები გადავჭრათ. ამ ყველაფრის მიზანი ჩვენი ხალხის კეთილდღეობაა და ამ მუშაობისაგან დიდ შედეგებს ველით“, - განაცხადა პეტრე გასიევმა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს შორის შეთანხმებას 2008 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა